ვლადიმერ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა სასტუმრო "ვინოტელი" პოლიციის დახმარებით დატოვეს

საქართველო, თბილისი - 00:12 | 01.04.2021
ნანახია: 521

რუსმა ჟურნალისმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა, სასტუმრო "ვინოტელი" პოლიციის დახმარებით დატოვეს.

შსს-ს წარმომადგენლებმა ისინი, სასტუმროდან ავტობუსამდე, სპეციალური კორდონით გააცილეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში რუსეთიდან ჩარტერული რეისით, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ჟურნალისტი, კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი ჩამოფრინდა. პოზნერს ხვალ დაბადების დღე აქვს და იუბილეს საქართველოს დედაქალაქში აღნიშნავს. "მესამე წელია, დაბადების დღეს თბილისში აღვნიშნავ. ჩამოვედი არა პოლიტიკაზე სასაუბროდ, არამედ დაბადების დღის აღსანიშნავად", - თქვა პოზნერმა.

სამოქალაქო ატივისტებმა პოზნერის ვიზიტი გააპროტესტეს და სასტუმრო სტამბასთან, სადაც პოზნერი განთავსდა აქცია დაგეგმეს. მოგვიანებით, პოზნერმა და მისმა მეგობრებმა კაფე სტამბიდან რესტორან ვინოტელში გადაინაცვლეს.

სამოქალაქო ატივისტებმა აქცია რესტორან ვინოტელთან განაგრძეს. აქტივისტებმა სასტუმროს ეელექტროენერგია გაუთიშეს.

აქტიისტების პრტესტის შემდეგ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, 10 000 ლარით დააჯარიმა.

შრომის ინსპექციამ გამოავლინა 322-ე დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელება. გამოიკვეთა სამართალდამრღვევი იურიდიული პირი და ობიექტის მიმართ გამოყენებულ იქნება შესაბამისი სანქცია, 10 000 ლარის ოდენობით”, - განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.

ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ პოზნერს არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას.

პოზნერის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ელენე ხოშტარიამ გაავრცელა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე