პრემიერმა ძალიან დაგვამშვიდა - სოსო ფხაკაძე

საქართველო, თბილისი - 16:46 | 31.03.2021
ნანახია: 161

ჩვენ ძალიან დაგვამშვიდა პრემიერმა, ყველაფერი ძალიან ადეკვატურად მიიღო, - ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ბიზნესის წარმომდგენლების ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ეკონომიკა კრიზისშია და აუცილებლად მისაღებია სწრაფი გადაწყვეტილებები.

"ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ბევრი შეხვედრა შედგეს, იმდენი შეხვედრა, რამდენიც საჭიროა, რომ ბიზნესი დადგეს ფეხზე, რამეთუ ძლიერ ეკონომიკას ქმნის ბიზნესი და ძლიერი ეკონომიკა არის მთავარი ფორმულა, საწინდარი ქვეყნის წარმატების. დღეს ბიზნესს ბევრი რაღაც აწუხებს, თუმცაღა ჩვენ ყველაფერს ვერ მოვედებიდით დღეს. მაგრამ, ის თემატიკები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდეს, ჩვენ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. მათ შორის, რა თქმა უნდა, გაცვლითი კურსი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ლარის კურსი არის მთავარი ეკონომიკური ბარომეტრი ჩვენი ქვეყნის. ჩვენ ძალიან დაგვამშვიდა პრემიერმა, ყველაფერი ძალიან ადეკვატურად მიიღო. იმის იმედი უნდა გვქონდეს, ერთად ვიმუშაოთ, რომ ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ და ამ მდგომარეობაში არ ვიყოთ", - განაცხადა ფხაკაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე