საქართველო Pfizer-ისგან ვაქცინის 1 მლნ დოზას ელოდება

საქართველო, თბილისი - 14:10 | 31.03.2021
ნანახია: 169

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო Pfizer-ისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 მლნ დოზა ვაქცინას ელოდება. პარალელურად გრძელდება მოლაპარაკებები სხვა მწარმოებლებთანაც.

"ფაიზერთან" მიმართებაში საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა 1 მლნ დოზაზე, თუმცა ამ ეტაპისთვის ველოდებით დასტურს, როდის და რა ფორმატით მოხდება მოწოდება ან რა განრიგი იქნება მოწოდებაზე“, - განაცხადა მინისტრმა

საქართველოში ამ ეტაპზე 29 500 დოზა "ფაიზერის" ვაქცინაა შემოსული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე