გოგონა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ "აფხაზეთი საქართველოა", აფხაზეთის ე.წ. პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა

საქართველო, თბილისი - 14:36 | 30.03.2021
ნანახია: 1060

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამოწმებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს ფაქტს, რომელშიც 19 წლის ალიონა ტანია ამბობს, რომ "აფხაზეთი საქართველო". იუწყება "ეხოკავკაზა".

ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, "უწყებაში აღშფოთებული მოქალაქეების აურაცხელი წერილი შევიდა", რის შემდეგაც გადაწყვიტეს, გასაუბრებოდნენ ვიდეოს ავტორსა და მის მშობლებს.

მოგვიანებით, დე ფაქტო უწყებამ გაავრცელა ვიდო სახელწოდებით "აფხაზეთი საქართველო არ არის", სადაც ჩანს, თუ როგორ ესაუბრებიან 19 წლის ალიონასა და მის მშობლებს პოლიციის შენობაში.

"მე გამოვაქვეყნე ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ "აფხაზეთი საქართველოა". მე მთხოვეს ამის გაკეთება. ძალიან ვნანობ და პატიებას ვითხოვ", - აცხადებს ალიონა ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ვიდეო, რომელშიც ალიონა ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოა, TikTok-დან უკვე წაშლილია.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე