რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა

საქართველო, თბილისი - 11:47 | 30.03.2021
ნანახია: 210

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

რუსუდან კერვალიშვილმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.

კერვალიშვილს ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის ეპიზოდზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წელს მიესაჯა.

თაღლითობისა და თანხების მითვისების ბრალდებით სასჯელს იხდის რუსუდან კერვალიშვილის და მაია რჩეულიშვილიც. სასჯელის სრულ მოხდამდე კიდევ 3 წელია დარჩენილი, თუმცა მოსალოდნელია, რომ სასჯელის ამოწურვამდე გათავისუფლდეს.

მაია რჩეულიშვილის საქმესთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს. გარდა ამისა, მასზე შეფარდებულ მუხლს ამნისტიის შესახებ კანონიც შეეხო, თუმცა როგორც იუწყებიან, ამნისტიით გათავისუფლებისთვის აუცილებელია დაზარალებულთა თანხმობა.

ფოტო: მთავარი არხი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე