საქართველო - ესპანეთის მატჩზე დამსწრეებისთვის, დღეს კომენდანტის საათი არ იმოქმედებს

საქართველო, თბილისი - 11:00 | 28.03.2021
ნანახია: 199

დღეს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის თამაში გაიმართება. მათთვის, ვინც თამაშს სტადიონზე დაესწრება კომენდანტის საათი არ იმოქმედებს და 01:00 საათამდე, სახლამდე მისვლას დაუბრკოლებლად შეძლებენ.

ამასთან, 01:00 საათამდე დაშვებული იქნება მეტროსა და ავტობუსის მუშაობაც.

შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 18 მარტს მიიღო.

სტადიონზე მაყურებლების 30% იქნება დაშვებული, რაც "დინამო არენას" შემთხვევაში, დაახლოებით 17 ათასი მაყურებელია.

თამაში "დინამო არენაზე" 20 საათზე დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე