მოციგურავე ალინა ურუშაძემ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 12:42 | 27.03.2021
ნანახია: 227

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში „გლობალ არენაზე“ მიმდინარე მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა 17 წლის ქართველი სპორტსმენი ალინა ურუშაძე. მან მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 169,01 ქულა მოაგროვა, მე-20 ადგილზე გავიდა და პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური გაინაღდა.

საქართველოსთვის ეს ზამთრის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზიაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე