ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და შეფასებები, არც ამჯერად ვაპირებ - კალაძე

საქართველო, თბილისი - 18:49 | 08.03.2021
ნანახია: 187

ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება ფარულ აუდიოჩანაწერებს. რომელშიც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილოებენ და ამბობს, რომ პოლიტიკური კონფრონტაციისას "ამ მეთოდის გამოყენება" არასწორად მიაჩნია. ამასთან, მისი თქმით, მომდევნო დღეებში ცნობილი გახდება დამატებითი ინფორმაცია.

"ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და შეფასებები, არც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას მიმაჩნია არასწორად. შესაბამისად მომდევნო დღეების განმავლობაში, დამატებით გექნებათ შესაძლებლობა, დამატებით მიიღოთ ინფორმაცია",- განაცხადა კახა კალაძემ.

6 მარტს, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში "ნოდარ მელაძის შაბათში" გავიდა სატელფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც, ავტორების მტკიცებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე