ჩინური ვაქცინა ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან, ამ ოფციის განხილვა დაწყებული გვაქვს - თამარ გაბუნია

საქართველო, თბილისი - 23:01 | 05.03.2021
ნანახია: 486

ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან. ამ ოფციის განხილვა უკვე დაწყებული გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ "ღამის კურიერში" განაცხადა.

მისი თქმით, რუსული ვაქცინის შემოტანა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არ მოხდება.

"ძალიან ბევრი შუალედური კომპანიები გაჩნდა ბაზარზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან. ჩვენ ამ ოფციის განხილვა უკვე დაწყებული გვაქვს. რაც შეეხება რუსულ ვაქცინას, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ოფცია არ ყოფილა ჩვენთვის. ავტორიზაციასთან ახლოს რუსული ვაქცინაც არის, თუმცა ბაზარი ფართოა და ქვეყანა მოახერხებს სხვა ვაქცინების მობილიზებას," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე