COVID-პასპორტები ევროკავშირში ზაფხულიდან გაიცემა

საქართველო, თბილისი - 21:06 | 05.03.2021
ნანახია: 457

COVID-პასპორტი, რომელიც განკუთვნილია ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ თავისუფალი გადაადგილებისათვის, შესაძლოა, ზაფხულში გამოვიდეს.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დე ლაიენმა განაცხადა, რომ სამი თვის შემდეგ შეიქმნება ციფრული ინფრასტრუქტურა ვაქცინაციასთან დაკავშირებული მონაცემების სერთიფიკატების შესამოწმებლად. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერს გაუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ აუცილებელია ეროვნულ დონეზე შეიქმნას  მონაცემების ფიქსაციის ერთიანი სისტემა, ვაქცინაციის დამადასტურებელი ინფორმაციისა და უარყოფითი ტესტების შესახებ.

ამასთან, მონაცემები შეინახება თითოეულ ქვეყანაში და არა საერთო ევროპულ ბაზაში. იუსტიციის საკითხებში ევროკომისარ დიდიე რეინდერსის თქმით, 17 მარტს ევროკომისიის დონეზე უნდა დამტკიცდეს წინადადება ვაქცინაციის  სერთიფიკატების შესახებ, შემდეგ კი ის ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში გაიგზავნება.

რეინდერსის განმარტებით, ასეთი სერთიფიკატი მზად ზაფხულში იქნება. სერთიფიკატების სისტემა ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის საერთო იქნება. პანდემიის დასრულების შემდეგ კოვიდ-პასპორტების საჭიროება მოიხსნება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე