ევროპელი დიპლომატები პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დასახმარებლად საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ
საქართველო, თბილისი - 20:40 | 05.03.2021 ნანახია: 159
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შუამავლების ჯგუფს ქმნიან, რომელიც საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმარება. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში ვიზიტს, ლანდსბერგისმა უპასუხა, რომ საქართველოში, სადაც პოლიტიკური კრიზისია, შესაძლოა ევროკავშირის უფრო დიდი დელეგაცია ჩავიდეს.
"იგეგება საქართველოში გამგზავრება. ახლა ვმსჯელობთ იმაზე, თუ რამდენად სასარგებლო იქნება ეს ვიზიტი. საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შუამავლების ჯგუფი იქმნება და ის აუცილებლად მოიცავს ერთზე მეტ ქვეყანას", - განაცხადა ლანდსნერგისმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სიგნალის გაგზავნა მოხდეს არა მხოლოდ ლიეტუვიდან.
"ეს უნდა იყოს საერთო ევროპული სიგნალი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე", - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
საზოგადოება
- ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა
- დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- გამოდის და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 11 წლის წინ. ატყდა ერთი ამბავი, პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ ჩვენზე? - მეუფე იაკობი
- ვირუსის გავრცელების პიკში, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში შევალთ - ამირან გამყრელიძე
კულტურა
- „ჰარი პოტერისა“ და „ალესილი კეპების“ მსახიობი ჰელენ მაკრორი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა
- რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა
- გელათის ძირითადი ტაძრის სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია - კულტურის სამინისტრო
- 2021 წლის ოსკარის ნომინანტები დასახელდა
კონფლიქტები
- გოგონა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ "აფხაზეთი საქართველოა", აფხაზეთის ე.წ. პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა
- ხურვალეთში პოლიციამ ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა
- ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- ოკუპენტების მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები