მოლოდინი გვაქვს, მარტის ბოლოს ვაქცინაცია ქვეყანაში უნდა დაიწყოს - თამარ გაბუნია
საქართველო, თბილისი - 18:30 | 05.03.2021 ნანახია: 175
მოლოდინი გვაქვს, მარტის ბოლოს ვაქცინაცია ქვეყანაში უნდა დაიწყოს. განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
"დღეს შედგა სატელეფონო კონსულტაცია "ფაიზერის" სათაო ოფისთან და "კოვაქსის" წარმომადგენელთან. "ფაიზერმა" კონკრეტული ინფორმაცია მოითხოვა იმ ცენტრებთან დაკავშირებით, სადაც მოხდება ვაქცინების გადატანა. დაზუსტდა დამატებითი პირობები "ფაიზერის" ვაქცინის მოწოდებისთვის. ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ დეტალურად გაგვევლო ყველა ეტაპი "ფაიზერის" ქვეყანაში შემოტანის. ცივი ჯაჭვის მოთხოვნები, ასევე კონკრეტული ინფორმაცია მოითხოვა "ფაიზერმა" იმ ცენტრებზე, სადაც მოხდება ვაქცინის გადატანა აეროპორტიდან და ვაქიცინაციის ადგილების შესახებ ინფორმაცია. ეს სამედიცინო დაწესებულებები დიდი ხანია, შერჩეულია და ეს ინფორმაცია გაიგზავნა "ფაიზერის" სათაო ოფისში საბოლოო დასტურისთვის",- თქვა გაბუნიამ და აღნიშნა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში.
"მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა "ფაიზერის" მიმართულებით დაიწყება", - თქვა გაბუნიამ და დასძინა, რომ სიახლეა "ასტრაზენეკას" ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით.
"იუნისეფმა" "ასტრაზენეკასგან" დასტური უკვე მიიღო დოზების მოწოდებაზე. პირველი ნაწილი მარტის ბოლომდე ჩამოვა საქართველოში. მოლოდინი გაქვს, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში მარტის ბოლოდან უნდა დაიწყოს.
სამინისტროს "ფაიზერთან" მიმართებაში ხარვეზი არასოდეს ჰქონია და "ფაიზერს" არასოდეს მიუნიშნებია ამ ხარვეზის არსებობის შესახებ. საკითხი და დღევანდელი სატელეფონო ზარი შეეხებოდა დამატებითი პირობების დაზუსტება. "ფაიზერს" იმ დოზების ვაქცინა აქვს, რაც საქართველომ უნდა მიიღოს. მათთან ყველა ფორმალობა ამ ეტაპზე დასრულებულია. საუბარია, 29 250 დოზაზე, რაც თავიდანვე იყო დაანონსებული", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საზოგადოება
- ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა
- დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- გამოდის და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 11 წლის წინ. ატყდა ერთი ამბავი, პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ ჩვენზე? - მეუფე იაკობი
- ვირუსის გავრცელების პიკში, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში შევალთ - ამირან გამყრელიძე
კულტურა
- „ჰარი პოტერისა“ და „ალესილი კეპების“ მსახიობი ჰელენ მაკრორი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა
- რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა
- გელათის ძირითადი ტაძრის სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია - კულტურის სამინისტრო
- 2021 წლის ოსკარის ნომინანტები დასახელდა
კონფლიქტები
- გოგონა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ "აფხაზეთი საქართველოა", აფხაზეთის ე.წ. პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა
- ხურვალეთში პოლიციამ ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა
- ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- ოკუპენტების მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები