საქართველოში ბრიტანული შტამის 31 შემთხვევაა დადასტურებული - პაატა იმნაძე

საქართველო, თბილისი - 16:50 | 05.03.2021
ნანახია: 674

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გადაცემა "დღის კურიერში" განახადა, რომ საქართველოში ბრიტანული შტამით ინფიცირების 31 შემთხვევაა გამოვლენილი.

მისივე თქმით, ყველა მათგანი მსუბუქი მიმდინარეობის იყო და მკურნალობას სახლის პირობებში გადიოდნენ.

"საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ფართო გავრცელება ჩვენს ქვეყანაში მას არ მიუღია. ჩვენ გვაქვს სამი კლასტერი. ოჯახური კონტაქტები იყო. 31 არის სულ დადასტურებული ამ სამი კლასტერიდან. ანუ სამი კლასტერი გვაქვს ქვეყანაში. საბედნიეროდ, ესენი იყო მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ, ისინი იმყოფებოდნენ კარანტინში სახლის პირობებში.

ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში სამხრეთ აფრიკული შტამი არ დადასტურებულა, ასევე არ დადასტურებულა ბრაზილიური შტამი", - განაცხადა იმნაძემ.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს ბრიტანული შტამის რამდენიმე საეჭვო შემთხვევა, რომელიც შესწავლის პროცესშია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე