ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ ზაფხულის ბოლოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ყველა მოქალაქე აიცრება

საქართველო, თბილისი - 18:32 | 04.03.2021
ნანახია: 747

ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონი ფიქრობს, რომ ზაფხულის ბოლოსთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ყველა მოქალაქის აცრას შეძლებენ.

 „დარწმუნებული ვარ ევროპის შესაძლებლობებში და ვფიქრობ, რომ ზაფხულის ბოლოსთვის გვექნება ყველნაირი შესაძლებლობა, რომ ვაქცინა ევროპის ყველა მოქალაქეს გაუკეთდეს“, - თქვა ბრეტონმა რომში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 „ვაქცინებთან დაკავშირებული ვითარება საიმედოა. ეს უზარმაზარი გამოწვევაა, მაგრამ მასზე სწრაფი რეაგირება მოვახდინეთ“, - განაცხადა მან.

ევროპის მარეგულირებელმა ორგანომ სამი ვაქცინა დაამტკიცა: Pfizer-BioNTech-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ის. ვარაუდობენ, რომ 11 მარტს ევროპის წამლის სააგენტო (EMA) დასამტკიცებლად რეკომენდაციას გაუწევს კომპანია Johnson & Johnson-ის ვაქცინას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე