ჩარჩო დოკუმენტში საკვანძო საკითხებია პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნები - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 23:21 | 01.03.2021
ნანახია: 435

მთავრობას აქამდე ჰქონდა არახელსაყრელი პოზიცია. შარლ მიშელის ჩარევით კი ახლა გვაქვს პოზიტიური საწყისი წერტილი, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პრეზიდენტმა მიშელმა თქვა, რომ ეს არ არის კვირები და თვეები, შემდეგ დღეებში უნდა ვნახოთ პროგრესი. ნიკა მელიას და სხვა საკითხების გადაჭრის გარეშე კრიზისიდან ვერ გამოვალთ. ამ ჩარჩო დოკუმენტში საკვანძო საკითხები არის პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნების თემა. ფაქტი ისაა, რომ პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით ამ ჩარჩო დოკუმენტში შედის ყველა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი. აქ არ არის გადადებაზე საუბარი, ეს უნდა მოხდეს დღეების განმავლობაში, ეს არის თვითონ პრეზიდენტი მიშელის სიტყვები. მშვიდობიანი აქციები, ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე აბსოლუტური ნორმალური ნაწილია დემოკრატიული საზოგადოების, ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა, ამიტომ არაფერი შეცვლილა, მშვიდობიან პიკეტირებას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბოკერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე