შეხვედრა იყო კარგი ნაბიჯი ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში მიაღწიონ პროგრესს - შარლ მიშელი
საქართველო, თბილისი - 23:05 | 01.03.2021 ნანახია: 146
შეხვედრა იყო კარგი ნაბიჯი ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში მიაღწიონ პროგრესს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა საკითხი დღესვე ვერ გადაწყდება, მაგრამ გადაწყვეტილებები დიალოგის რეჟიმში უნდა მიიღონ.
"გვქონდა შესაძლებლობა რომ ერთმანეთისთვის მოგვესმინა. ორ კვირაში იქნება ასოცირების საბჭოს შეხვედრა ბრიუსელში, სადაც პროგრესზე უნდა ვისაუბროთ, რა პროგრესს მიაღწიეს აქ მხარეებმა, რა საკვირველია საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვით", - ამბობს მიშელი.
ის აცხადებს, რომ ევროკავშირის აქვს სურვილი დიალოგს მხარდაჭერა გამოუცხადოს, რადგან სწორედ ის "გადაწყვეტს პოლიტიკურ კრიზისს".
"სასამართლოს დამოუკიდებლობა და საარჩევნო რეფორმა არის ყველა მოქალაქის ინტერესში. ასოცირების შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არის ინსტრუმენტი და ჩვენ მზად ვართ ჩართულობისთვის. აქტიურად ვართ ჩართული, იმისთვის რომ მოვისმინოთ სხვადასხვა პოზიციები. დღევანდელი შეხვედრა იყო კარგი ნაბიჯი დიალოგისკენ ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში მიაღწიონ პროგრესს.
პოზიციები განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ პროგრესს მივაღწიოთ. სიტუაცია არის ძალიან რთული. ჩვენ უნდა ვიყოთ ინოვაციური, რომ ვიპოვოთ გამოსავალი.
პირველი მიზანი იყო დღეს ერთმანეთის მოსმენა, რომ დიალოგს მეტი სანდოობა ჰქონოდა. ეს საინტერესო ნაბიჯი იყო, რადგან ყველა ერთ მაგიდასთან დაჯდა. კონკრეტულ დეტალებზე მედიასთან ვერ ვისაუბრებ. ჩვენ როგორც ევროკავშირი მზად ვართ ვითამაშოთ როლი რომ დავუჭიროთ მხარი მცდელობას სხვადასხვა იდეების გადაწყვეტის ძიებაში", - განაცხადა შარლ მიშელმა.
კულტურა
- „ჰარი პოტერისა“ და „ალესილი კეპების“ მსახიობი ჰელენ მაკრორი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა
- რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა
- გელათის ძირითადი ტაძრის სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია - კულტურის სამინისტრო
- 2021 წლის ოსკარის ნომინანტები დასახელდა
კონფლიქტები
- გოგონა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ "აფხაზეთი საქართველოა", აფხაზეთის ე.წ. პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა
- ხურვალეთში პოლიციამ ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა
- ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- ოკუპენტების მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები