სამგორში ბენზინის ვაგონები იწვის

საქართველო, თბილისი - 15:09 | 01.03.2021
ნანახია: 190

ძლიერი ხანძარია სამგორში - რკინიგზის მიმდებარედ ბენზინის ვაგონები იწვის. ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. დაკვამლიანების გამო ხილვადობა გართულებულია სამგორის ბაზრის ტერიტორიაზე. უსაფრთოების მიზნით, მაშველებმა სავაჭრო ობიექტებიდან დასაქმებულები გამოიყვანეს.  წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ვაგონში გაჩნდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მასში ბენზინი არ ინახებოდა. უცნობია, ხანძრის გაჩენის მიზეზები. მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის ოპერაცია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე