ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია

საქართველო, თბილისი - 21:01 | 28.02.2021
ნანახია: 181

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოშია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა.

შარლ მიშელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, შარლ მიშელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. შარლ მიშელი ასევე შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან.

შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს, ხოლო ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლამდე მოლდოვაში იმყოფებოდა, საქართველოდან კი უკრაინაში გაემგზავრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე