აშშ-ში Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცეს

საქართველო, თბილისი - 13:35 | 28.02.2021
ნანახია: 550

შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გადაუდებელი გამოყენებისთვის Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა. ეს მესამე ვაქცინაა, რომელიც ამერიკის მარეგულირებელმა ორგანომ დაამტკიცა.

გასული წლის ბოლოს, FDA-მ საგანგებო გამოყენების ავტორიზაციით ორი ვაქცინა დაამტკიცა: 11 დეკემბერს - "ფაიზერ"-"ბიონტექის" და 18 დეკემბერს - "მოდერნას" ვაქცინა.

Johnson & Johnson-ის ვაქცინა "ფაიზერის" და "მოდერნას" ვაქცინებისგან იმით გამოირჩევა, რომ ის კოვიდ-19-ზე ერთდოზიან აცრას ითვალისწინებს, რაც მის ადმინისტრირებას გაცილებით აიოლებს.

გარდა ამისა, ის უფრო იაფია და მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც არის შესაძლებელი.

Johnson & Johnson-ის დამტკიცებას გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი:

"ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია ყველა ამერიკელისთვის. გვირაბის ბოლოს შუქი ჩანს, მაგრამ იმისათვის, რომ ვირუსი დავამარცხოთ, არ უნდა მოვდუნდეთ და სწრაფად და აგრესიულად უნდა ვიმოქმედოთ", - აღნიშნა ბაიდენმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე