ეპისკოპოსმა სპირიდონმა "მთავარ არხი", "ტვ პირველი" და "ფორმულა" სატანის მიკროფონებად მოიხსენია

საქართველო, თბილისი - 16:26 | 27.02.2021
ნანახია: 721

სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა ქადაგებისას "მთავარ არხი", "ტვ პირველი" და "ფორმულა" სატანის მიკროფონებად მოიხსენია და სინანულისკენ მოუწოდა.

25 თებერვლის ქადაგებისას, მეუფე სპირიდონმა განაცხადა, რომ ეს ტელევიზიები ეკლესიას და პატრიარქს აუგად მოიხსენიებენ.

"მთავარი არხი რომ ჰქვია, ტვ პირველი და ფორმულა და კიდევ ზოგიერთები. ეს არის სატანის მიკროფონი. ამიტომ ვევედროთ დედა ღვთისმშობელს რომ მოიქცნენ ისინიც, მოტრიალდნენ, ღმერთმა მადლი მისცეთ ძალიან დიდი და სინანული მისცეთ ძალიან დიდი და უფალმა აღადგინოს დიდი ივერია", - ამბობს სხალთის ეპისკოპოსი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე