ჯამალ ხაშოგის მკვლელობა პრინც იბნ სალმანის თანხმობით მოხდა - აშშ-ის დაზვერვა
საქართველო, თბილისი - 10:58 | 27.02.2021 ნანახია: 985
აშშ-ის ეროვნული დაზვერვა ვარაუდობს, რომ საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ოპერაცია საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან შეთანხმებული იყო. იუწყება CNN.
„ჩვენი შეფასებით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ იბნ სალმანმა თანხმობა მისცა სტამბოლში საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის გატაცებასა და მკვლელობაზე“, - წერია აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში.
„ჩვენი შეფასებები დაფუძნებულია იმაზე, რომ სამეფოში ყველა გადაწყვეტილებას აკონტროლებდა პრინცი, ასევე მონაცემებზე ოპერაციაში საკვანძო მრჩველისა და მუჰამედ იბნ სალმანის დაცვის წევრების უშუალო მონაწილეობაზე, ასევე ფაქტებზე, რომლის თანახმად, პრინცი მხარს უჭერდა ძალადობრივ ზომებს უცხოეთში მყოფი დისიდენტების, მათ შორის ხაშოგის წინააღმდეგ, რათა ისინი გაჩუმებულიყვნენ“, - განმარტებულია დოკუმენტში.
„2017 წლიდან ტახტის მემკვიდრე პრინცი აკონტროლებდა სამეფოს უსაფრთხოებისა და დაზვერვის ორგანოებს, რის საფუძველზეც ნაკლებ სავარაუდოა, რომ საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს მსგავსი ხასიათის ოპერაცია პრინცის თანხმობის გარეშე ჩაეტარებინათ,“ -აღნიშნულია ანგარიშში.
ხაშოგი, ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ჟურნალისტი იყო, ის სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში 2018 წლის 2 ოქტომბერს მოკლეს. ჟურნალისტის ცხედარი დღმდე ნაპოვნი არ არის.
ერ რიადის ვერსიით, ხაშოგი საუდელმა აგენტებმა ოპერაციის დროს მოკლეს, რომელიც დაგეგმილი იყო მუჰამედ იბნ სალმანის ორი თანაშემწის მიერ. თანაშემწეები სამსახურიდან დაითხოვეს. ერ რიადის განცხადებით, კი თავად პრინცს მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















