ოპოზიცია მარტში საპროტესტო აქციებს, პიკეტირებას და მსვლელობებს გეგმავს

საქართველო, თბილისი - 14:52 | 26.02.2021
ნანახია: 458

პარლამენტის, კანცელარიის პიკეტირება, აქციები, მარში - ოპოზიციის გეგმები მარტის თვეში „თავისუფლებისთვის“ აქციაზე ერთერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ წარადგინა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, საზოგადოების პროტესტი ამ აქციებით არ დასრულდება, თუმცა უახლოესი მომავლის გეგმები სწორედ ასეთი იქნება:

2 მარტს გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტი;
5 მარტს დემონსტრანტები კანცელარიის პიკეტს მოაწყობენ;
9 მარტს აქცია გაიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან;
აქცია გაიმართება 11 მარტს სასამართლოსთანაც;
13 მარტს კი ისევ პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია-მარში მოეწყობა.

ფოტო: ფორმულა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე