საპატრიარქო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაურს ბესარიონ აპლიას საეკლესიო ისტორიის უხეშად დამახინჯებაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 12:24 | 26.02.2021
ნანახია: 424

საქართველოს საპატრიარქო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაურს ბესარიონ აპლიას საეკლესიო ისტორიის უხეშად დამახინჯებაში ადანაშაულებს.

"2021 წლის 19 თებერვალს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ტელევიზია ,,ამშეიკუშარასათვის“ მიცემულ ინტერვიუში დეკანოზმა ბესარიონ აპლიამ, რომელიც მიტროპოლიტ დავით ჭკადუას მიერაა ხელდასხმული მღვდლად და დღემდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში იგულისხმება, უხეშად დაამახინჯა აფხაზეთში საეკლესიო ისტორიის საკითხები და რუსეთის პატრიარქ უწმიდეს კირილეს მიერ გამოცემული კალენდრის ფონზე განაცხადა: - კავკასიაში რელიგიური საკითხების მოგვარება კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის საპატრიარქოების კი არა, რუსეთის საპატრიარქოს პრეროგატივააო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე