საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება
საქართველო, თბილისი - 11:54 | 26.02.2021 ნანახია: 168
საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ მიერ მოწყობილი მულტიფუნქციური სივრცეები - იდეათეკები აქტიურად გამოიყენება სხვადასხა აქტივობების ჩასატარებლად. მოცემულ სიტუაციაში სკოლები ცდილობენ მაქსიმალურად აითვისონ იდეათეკებში არსებული რესურსი როგორც ონლაინ სწავლების, ასევე არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით.
სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 24 თებერვალს თბილისის 146-ე საჯარო სკოლის იდეათეკაში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დათო ტურაშვილი ონლაინ რეჟიმში გაუძღვა, მოსწავლეები კი როგორც თბილისის, ასევე ფოთის, დიცისა და ხურვალეთის სკოლებში მოწყობილი იდეათეკებიდან ჩაერთნენ და კითხვების დასმის შესაძლებლობაც მიეცათ.
რეგულაციების დაცვით, აღნიშნული სივრცეები გახსნის დღიდან, პანდემიის პირობებშიც კი ახერხებენ აქტიურ ფუნქციონირებას. როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები, კვლავ აგრძელებენ იდეათეკებში არსებული რესურსების (ინტერნეტის, კომპიუტერების, წიგნების და სხვა შემეცნებითი ხელსაწყოების) გამოყენებას. საგანმანათლებლო სივრცეებში არაერთი აქტივობაც იმართება, როგორიცაა: წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე, შემაჯამებელი პრეზენტაციები, საერთაშორისო ონლაინ კონფერენციები და სხვა.
"მრავალი წელია საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. გვეამაყება, რომ ჩვენი ჩართულობით უკვე 4 სკოლაში მოეწყო და აღიჭურვა საგანმანათლებლო სივრცეები - იდეათეკები. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ აღნიშნულ სივრცეებში არსებული რესურსი აქტიურად გამოიყენება როგორც პედაგოგების, ასევე მოსწავლეების მიერ. პანდემიის პერიოდში იდეათეკებმა უდიდესი როლი ითამაშეს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაში. სულ ახლახან, იდეათეკების დახმარებით მოსწავლეებისათვის დათო ტურაშვილთან ვირტუალური შემეცნებითი შეხვედრაც გაიმართა. დარწმუნებული ვართ, რომ იდეათეკები მომავალში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას თუ აქტივობას უმასპინძლებენ, ეს კი ახალგაზრდებს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრას, მათი გამოცდილების გაზიარებასა და საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს, რაც მხოლოდ დადებითად აისახება ახალგაზრდების განვითარებაზე“,-განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ჯერ კიდევ 2020 წელს „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ ერთად საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური სასწავლო სივრცეების პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში განათლების ხელშეწყობა და თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდა წარმოადგენდა. დღეს საქართველოს მასშტაბით 4 სკოლაში მოწყობილი იდეათეკები სრულადაა აღჭურვილი და აქტიურად განაგრძობს ფუნქციონირებას.
საზოგადოება
- ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა
- დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- გამოდის და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 11 წლის წინ. ატყდა ერთი ამბავი, პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ ჩვენზე? - მეუფე იაკობი
- ვირუსის გავრცელების პიკში, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში შევალთ - ამირან გამყრელიძე
კულტურა
- „ჰარი პოტერისა“ და „ალესილი კეპების“ მსახიობი ჰელენ მაკრორი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა
- რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა
- გელათის ძირითადი ტაძრის სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია - კულტურის სამინისტრო
- 2021 წლის ოსკარის ნომინანტები დასახელდა
კონფლიქტები
- გოგონა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ "აფხაზეთი საქართველოა", აფხაზეთის ე.წ. პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა
- ხურვალეთში პოლიციამ ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა
- ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- ოკუპენტების მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები