ვახო სანაიაზე თავდასხმა თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გამოვლინებაა - ბოკერია

საქართველო, თბილისი - 13:29 | 25.02.2021
ნანახია: 459

ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმა თავისუფლების, საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლის გამოვლინებაა, - განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

"ის ატმოსფერო, რომელსაც ქმნის ივანიშვილის პროპაგანდა წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როდესაც ღარიბაშვილის მსგავსი ფიგურა გამოდის წინა პლაზე და აქვს ის გზავნილი, რაც აქვს - სიძულვილის, ქვეყნის დაყოფის, დაპირისპირების, ძალადობის და რეპრესიების, ეს ამის პირდაპირი შედეგია. ჩვენ გვაქვს ამ ტიპის ძალადობაზე დაუსჯელობის ისტორია", - ამბობს გიგა ბოკერია.

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. სანაია თავდასხმასა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ის ამბობს, რომ მის წინააღმდეგ აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც იგი პირბადის გარეშე იცნეს და ტელევიზიების ლანძღვა დაიწყეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე