სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა

საქართველო, თბილისი - 13:15 | 25.02.2021
ნანახია: 493

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. ფაშინიანმა აღნიშნულ მოთხოვნსა სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.

„სომხეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხნის განმავლობაში ითმენდნენ მოქმედი ხელისუფლების თავდასხმებს არმიის წინააღმდეგ, თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად შეასრულა თავისი მოვალეობა, ხალხის მხარდამხარ ებრძოდა ტერს. მოქმედი ხელისუფლების არაეფექტიანმა მართველობამ და საგარეო პოლიტიკაში დაშვებულმა სერიოზულმა შეცდომებმა ქვეყანა დაღუპვის ზღვარზე მიიყვანეს“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.  

სამხედროებმა მოითხოვეს ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომა.

ფაშინიანმა გენერალური შტაბის მოთხოვნას სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა და თავის მომხრეებს ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. ამასთან, პრემიერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე