საქართველოს ფოსტის სერვისი - "სახლიდან სახლში"
საქართველო, თბილისი - 10:03 | 24.02.2021 ნანახია: 167„საქართველოს ფოსტამ“ ეპიდემიოლოგიურ პირობებში საფოსტო/საკურიერო მომსახურების უწყვეტად მიწოდების მიზნით და ასევე, მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად სერვისი „სახლიდან სახლში“ შექმნა.
„სახლიდან სახლში“ სერვისის დახმარებით მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერი ტიპის გზავნილის სახლიდან გაუსვლელად გაგზავნა მთელი საქართველოს მასშტაბით. მომსახურების მიღება შესაძლებელია სატელეფონო კომუნიკაციით ნომერზე (+995 32 224 09 09) ან შევსებული განაცხადის ფორმა (ფორმა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე gpost.ge) განმცხადებელმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლთან/ფოტოსთან ერთად გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე services@gpost.ge. „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელი მიიღებს შეკვეთას, რომლის საფუძველზეც კურიერი განახორციელებს აღნიშნული შეკვეთის შესრულებას, კერძოდ, მიაკითხავს გზავნილს მისამართზე და უზრუნველყოფს გზავნილის შესაბამისი ადრესატისთვის გადაცემას.
სერვისით სარგებლობა შეუძლია სრულწლოვან ფიზიკურ პირს, ასევე, იურიდიულ პირს, მიუხედავად იმისა გაფორმებული აქვს თუ არა მას ხელშეკრულება „საქართველოს ფოსტსთან“. ამასთანავე, გზავნილის ადრესატი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური პირი, ისე იურიდიული პირი.
გზავნილის შიგთავსი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი საგანი, თუ მისი გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებსა და „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილ წესებს.
გზავნილის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 15 კგ - ს, ხოლო ზომა არ უნდა აჭარბებდეს 1მ./1მ./1მ. გზავნილის ღირებულება გამოითვლება მისი წონის მიხედვით. გზავნილის გაგზავნის ღირებულების გადახდა შესაძლებელია როგორც მისი გაგზავნისას - გამგზავნის მიერ, ასევე, ადრესატის მიერ - გზავნილის მისთვის ჩაბარებისას.
„საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის-ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.
საზოგადოება
- ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა
- დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- გამოდის და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 11 წლის წინ. ატყდა ერთი ამბავი, პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ ჩვენზე? - მეუფე იაკობი
- ვირუსის გავრცელების პიკში, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში შევალთ - ამირან გამყრელიძე
კულტურა
- „ჰარი პოტერისა“ და „ალესილი კეპების“ მსახიობი ჰელენ მაკრორი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა
- რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა
- გელათის ძირითადი ტაძრის სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია - კულტურის სამინისტრო
- 2021 წლის ოსკარის ნომინანტები დასახელდა
კონფლიქტები
- გოგონა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ "აფხაზეთი საქართველოა", აფხაზეთის ე.წ. პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა
- ხურვალეთში პოლიციამ ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა
- ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- ოკუპენტების მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები