ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივ დარბევას და პოლიტიკური ვითარების გამწვავებას - საგარეო უწყება

საქართველო, თბილისი - 13:50 | 23.02.2021
ნანახია: 315

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ნიკა მელიას დაკავებას და განცხადებას ავრცელებს.

სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას თავშეკავებისა და დიალოგის განახლებისკენ.

"ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივ დარბევას და პოლიტიკური ვითარების გამწვავებას თბილისში. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ თავშეკავებისა და დიალოგის განახლებისკენ. სწორი გადაწყვეტილებების მიღება მომავლისთვის მნიშნველოვანია", - ვკითხულობთ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე