ვწუხვარ იმის დანახვის გამო, რაც თბილისში ხდება. ძალადობა არ არის პოლიტიკური უთანხმოების მოგვარების გზა - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველო, თბილისი - 10:50 | 23.02.2021
ნანახია: 397

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და შეშფოთებას გამოთქვამს.

"ვწუხვარ იმის დანახვის გამო, რაც თბილისში ხდება. ძალადობა არ არის პოლიტიკური უთანხმოების მოგვარების გზა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქართველ მეგობრებს შეეძლებათ, უფრო ღრმა კრიზისში შესვლა თავიდან აიცილონ. თავშეკავება და დემოკრატიის ერთგულება უნდა იყოს გადამწყვეტი", - წერს ლანდსბერგისი.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. ის პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე