ნიკა მელიამ თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 10:33 | 23.02.2021 ნანახია: 60
ნიკა მელიამ თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი, აცხადებს„ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს.
„ეს არის სახელმწიფო. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლის უზენაესობას, კანონის უზენაესობას.
რაც შეეხება ნიკანორ მელიას – მიუხედავად იმისა, რომ ის გამოირჩეოდა, სისხლის სამართლის ენაზე რომ ვთქვათ, განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო ეკადრა ყველაფერი, განსაკუთრებით, ძალაუფლების დაბრუნების პირობებში, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა, თავისთავად, არის მტკივნეული.
თუმცა, ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით შეგახსენებთ შემდეგს:
ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პოლიტიკური მოტივით, 2012 წელს აკოტრებდა კერძო ბანკს (ამ დანაშაულისთვის იგი უკვე ცნობილ იქნა სისხლის სამართლის დამნაშავედ);
2019 წელს ორგანიზებას უწევდა საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას;
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორგანიზებას უწევდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას;
იყო პარლამენტის საბოტაჟის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი;
სახელმწიფოს ყოველდღიურად ემუქრებოდა იმით, რისი მცდელობისთვისაც წაყენებული აქვს ბრალი – ძალადობრივი რევოლუციით;
დემონსტრაციულად გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს;
შეეფარდა გირაო, რომელიც არ გადაიხადა ორი თვის განმავლობაში, რითაც კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს;
მხოლოდ ამის შემდეგ, დაუფასდა ყველა კრიმინალური და რადიკალური ქმედება და დაინიშნა ნაციონალური მოძრაობის ფორმალურ თავმჯდომარედ;
პროკურატურის მიერ გირაოს გადახდის საბოლოო ვადის განსაზღვრის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს და განაცხადა: „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“.
არ გადაიხადა, დაიჭირეს, უფრო სწორად თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი“, – განაცხადა კობახიძემ.
საზოგადოება
- თამარ გაბუნია ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
- "ასტრაზენეკას" პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა - თამარ გაბუნია
- სამგორში ბენზინის ვაგონები იწვის
- ვაქცინის შემოტანის შეფერხება, დაკავშირებულია, პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებს "კოვაქსი" ვერ გვატყობინებს - თამარ გაბუნია
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი საქართველოს ბანკისგან
- JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა
- „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია “Soul” პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI-ის გამარჯვებულთა შორისაა
- „ვოლვო ქარსის“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი 2020 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა
თავდაცვა
- გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში - ჯუანშერ ბურჭულაძე
- თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცა
- 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
- საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული სამხედრო ხომალდი "დონალდ კუკი" შემოვიდა