დავემშვიდობეთ ნატოს და ევროკავშირს დიდი ხნით - ზურაბ ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 09:23 | 23.02.2021
ნანახია: 391

ის რაც ახლა ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ხდება, არის დიქტატურის გაფორმება, წერს სოციალურ ქსელში "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

"დავემშვიდობეთ ნატოს და ევროკავშირს დიდი ხნით. არ არის ეგ ინსტიტუტები მონებისთვის. ან გავა*მევინებთ ამათ, ან საკუთარ შვილებს ვერ ჩავხედავთ თვალებში", წერს ჯაფარიძე.

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. ის პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.

ნიკა მელია მას შემდეგ დააკავეს, რაც სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი იქ მყოფი ადამიანებისგან თითქმის დაცალეს. დარჩენილი იყო ერთი ოთახი, სადაც ნიკა მელია, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, რამდენი ათეული მხარდამჭერი და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.

მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე