ივანიშვილის რეჟიმმა ამის საფასური უნდა გადაიხადოს - ჟიგიმანტას პავილიონისი

საქართველო, თბილისი - 10:00 | 23.02.2021
ნანახია: 819

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი თბილისში, ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება.

"გაიღვიძეთ! განგაშის ზარებს შემოვკრათ! დემოკრატიას თავს ესხმიან. გამოიყენეს გაზი და ძალადობა ისევე როგორც პუტინმა. ივანიშვილის რეჟიმმა ამის საფასური უნდა გადაიხადოს", - წერს ჟიგიმანტასი.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. ის პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.

რამდენიმე დღის წინ, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში იმყოფებოდა. 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, პავილიონისი შეხვდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, ოპოზიციისა და ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლებს. ლიეტუველმა პოლიტიკოსმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეწყდეს პოლიტიკური დევნა და დაიწყოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე