საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული კომპანია პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს
საქართველო, თბილისი - 11:58 | 19.02.2021 ნანახია: 102
საქართველოს ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი, ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მრავალწლიანი ურთიერთობა წარმატებით გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია საქართველოში მიმდინარე და დასრულებული პროექტების პარალელურად პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ მიმდინარე პროექტით ერევანში ხიდს აშენებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 13 მლნ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მხრიდან გაცემული ფინანსური რესურსი კი 7,5 მლნ აშშ დოლარია. პროექტი 2021 წელს დასრულდება და მასში უკვე 30 ადამიანია დასაქმებული. კომპანია ჯამში 250 ადამიანს ასაქმებს.
„მოხარული ვართ, რომ გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ და საქართველოს ბანკმა არერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების, მიდგომების დანერგვას და ქართულ ბაზარზე წამყვან კომპანიად რჩევა. ამასთან, წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მას აძლევს შესაძლებლობას, როგორც საერთაშორისო კომპანია, ჩაერთოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროექტებში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას ამ საქმეში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გვერდით დგომას, რადგან გვჯერა რომ ერთმანეთის შესაძლებლობები უსაზღვროა“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გზების მშენებლობის სფეროში საქართველოში ერთერთი მსხვილი კომპანიაა. ის 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წელში დარგის ერთერთ ლიდერად იქცა. კომპანიას აქვს საკუთარი ქარხანა და თავადვე აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ბეტონსა და მაღალი ხარისხის ქვიშა-ღორღს. წარმოების ხარისხის კონტროლი ულტრათანმედროვე მოწყობილობებითა და მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით ხორციელდება. ბეტონის ხარისხი მოწმდება როგორც ადგილზე, ქარხნის ტერიტორიაზე, ასევე მიწოდების ადგილზე - იტალიური მობილური ლაბორატორიის Controls-ის მეშვეობით. წარმოების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაციაც, რომელთა მომზადება განხორციელდა გერმანული კომპანიების Strabag, Heilit-Woerner-ის მიერ. კომპანიას განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორიცაა: სატრანსპორტო კვანძები გმირთა მოედანზე; აეროდრომის ასაფრენ დასაფრენი ბილიკი მესტიაში; ანაკლია განმუხურის ხის საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე; ჰესის მშენებლობა მუხურში; 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია; ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა და სხვა პროექტები.
პოლიტიკა
- შეხვედრა იყო კარგი ნაბიჯი ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში მიაღწიონ პროგრესს - შარლ მიშელი
- შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება - ირაკლი ღარიბაშვილი
- დიალოგმა სხვა დონეზე აიწია, პირადად ევროკავშირის პრეზიდენტი იქნება ჩართული ამ დიალოგის შედეგით დასრულებაში - ვაშაძე
- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს
საზოგადოება
- თამარ გაბუნია ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
- "ასტრაზენეკას" პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა - თამარ გაბუნია
- სამგორში ბენზინის ვაგონები იწვის
- ვაქცინის შემოტანის შეფერხება, დაკავშირებულია, პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებს "კოვაქსი" ვერ გვატყობინებს - თამარ გაბუნია
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი საქართველოს ბანკისგან
- JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა
- „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია “Soul” პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI-ის გამარჯვებულთა შორისაა
- „ვოლვო ქარსის“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი 2020 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა
თავდაცვა
- გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში - ჯუანშერ ბურჭულაძე
- თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცა
- 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
- საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული სამხედრო ხომალდი "დონალდ კუკი" შემოვიდა