საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად ვილი სანიოლი დაინიშნა
საქართველო, თბილისი - 20:47 | 15.02.2021 ნანახია: 249
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი ვილი სანიოლი დაინიშნა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს ონლაინ-რეჟიმში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელზეც 43 წლის სანიოლი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაამტკიცეს. ფრანგის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. სანიოლისთან კონტრაქტი 2-წლიანია.
ვილი სანიოლი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003). სანიოლიმ მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა, ხოლო 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლიმ მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ ბორდოს ხელმძღვანელობდა. 2017 წლიდან სანიოლი ბაიერნის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.
ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა მწვრთნელობა გასული წლის ნოემბერში დატოვა.
საზოგადოება
- თამარ გაბუნია ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
- "ასტრაზენეკას" პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა - თამარ გაბუნია
- სამგორში ბენზინის ვაგონები იწვის
- ვაქცინის შემოტანის შეფერხება, დაკავშირებულია, პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებს "კოვაქსი" ვერ გვატყობინებს - თამარ გაბუნია
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი საქართველოს ბანკისგან
- JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა
- „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია “Soul” პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI-ის გამარჯვებულთა შორისაა
- „ვოლვო ქარსის“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი 2020 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა
თავდაცვა
- გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში - ჯუანშერ ბურჭულაძე
- თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცა
- 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
- საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული სამხედრო ხომალდი "დონალდ კუკი" შემოვიდა