30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბერლინის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი
საქართველო, თბილისი - 14:58 | 11.02.2021 ნანახია: 267
თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი.
მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს "უძნართა მზე" ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე "ვერცხლის დათვი" გადაეცა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა. თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ კი ბერლინალეს მთავარ სელექციაში ალექსანდრე კობერიძის ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა და მისი სახელწოდებაა "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?". ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.
ასევე, ბერლინალეს წლევანდელ გამოშვებაში იქნება წარმოდგენილი სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი "მოთვინიერება". ბერლინში ფილმს აჩვენებენ სექციაში "ფორუმი". ის შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა. ორივე ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
პანდემიის გამო, ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩვეული ფორმატით არ გაიმართება. 1-5 მარტს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა Industry Event, ხოლო 9-20 ივნისს ზაფხულის გამოშვების (Summer Special) ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფესტივალის მიერ შერჩეული ფილმები.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრი წელს უკვე მეთექვსმეტედ წარადგენს საქართველოს პავილიონს, სადაც ინდუსტირული კუთხით იმუშავებს ეროვნული კინოცენტრის გუნდი კინოცენტრის დირექტორის – გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით. პანდემიის გამო პავილიონი ვირტუალური იქნება, შეხვედრები კი ონლაინ რეჟიმში გაიმართება კინოფესტივალების პროგრამერებთან, გაყიდვების აგენტებთან, დისტრიბუტორებთან და პროდიუსერებთან.
საქართველოს ვირტუალური პავილიონის სტუმრები გაეცნობიან ინფორმაციას თანამედროვე ქართული კინოინდუსტრიის, მიმდინარე პროექტებისა და ქართული კინომემკვიდრეობის შესახებ. კინოცენტრის გუნდს შესაძლებლობა ექნება გაუწიოს პოპულარიზაცია საქართველოში ბოლო წელს წარმოებულ კინოპროდუქციას.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენაა, რომელიც კანისა და ვენეციის კინოფესტივალებთან ერთად, ევროპის წამყვან კინოფესტივალთა სამეულში შედის. მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში მყოფი საქართველოს თანამშრომლობა ფესტივალთან 1986 წელს იწყება, როდესაც გიორგი შენგელაიას ფილმს "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" ბერლინალეზე "ვერცხლის დათვი" გადაეცა საუკეთესო რეჟისურისთვის. მას შემდეგ ბერლინში არაერთი ქართული ფილმის პრემიერა გაიმართა. ბოლო წლებში სექციებში "ფორუმი" და "პანორამა" წარმოდგენილი იყო ისეთი ქართული ფილმები როგორებიცაა "გრძელი ნათელი დღეები", "სუსა", "გაღმა ნაპირი", "ჩემი ბედნიერი ოჯახი", "ჩემი საბნის ნაკეცი", "შემთხვევითი პაემნები", "პატარძლები", "მძევლები", "მზის ქალაქი", "ჰორიზონტი" და სხვ.
ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
პოლიტიკა
- ჩარჩო დოკუმენტში საკვანძო საკითხებია პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნები - გიგა ბოკერია
- შეხვედრა იყო კარგი ნაბიჯი ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში მიაღწიონ პროგრესს - შარლ მიშელი
- შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება - ირაკლი ღარიბაშვილი
- დიალოგმა სხვა დონეზე აიწია, პირადად ევროკავშირის პრეზიდენტი იქნება ჩართული ამ დიალოგის შედეგით დასრულებაში - ვაშაძე
საზოგადოება
- თამარ გაბუნია ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
- "ასტრაზენეკას" პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა - თამარ გაბუნია
- სამგორში ბენზინის ვაგონები იწვის
- ვაქცინის შემოტანის შეფერხება, დაკავშირებულია, პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებს "კოვაქსი" ვერ გვატყობინებს - თამარ გაბუნია
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი საქართველოს ბანკისგან
- JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა
- „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია “Soul” პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI-ის გამარჯვებულთა შორისაა
- „ვოლვო ქარსის“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი 2020 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა
თავდაცვა
- გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში - ჯუანშერ ბურჭულაძე
- თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცა
- 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
- საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული სამხედრო ხომალდი "დონალდ კუკი" შემოვიდა