ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველო, თბილისი - 12:30 | 09.02.2021
ნანახია: 289

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

რამაზ ბეღელური, 2 თებერვალს, ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელს გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. სუს-ი 3 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.

ასევე, უწყების ინფორმაციით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე