ქუთაისში ავტომობილი ქალს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 15:56 | 25.01.2021
ნანახია: 199

ავტოავარია ქუთაისში. ფალიაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. როგორც ტელეკომპანია "როინი" იუწყება, თეთრი ფერის ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, რომელიც ქუჩას არასათანადო ადგილას კვეთდა.

ავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია, ის სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.პირველადი დათვალიერებით, მას ფეხი აქვს დაზიანებული. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე