რუსეთში ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე 2 250 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 22:04 | 23.01.2021
ნანახია: 199

რუსეთში, რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, გამართულ  მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე 2 250 ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქციები რუსეთის 100-მდე ქალაქში გაიმართა. მედიის ინფორმაციით სპეცრაზმელები აქციების დაშლას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ. დააკავეს ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიაც.

მედიის ცნობით, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ჟურნალისტებიც დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, მხოლოდ მოსკოვში ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე 40 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რაც 2013 წლის შემდეგ გამართულ მიტინგებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აქციაა, რომელიც რუსეთის დედაქალაქში იმართება. 

ფოტო: ტასი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე