ლეგენდარული ლარი კინგი კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 18:12 | 23.01.2021
ნანახია: 570

ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ჟურნალისტის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. კინგი ლოს ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის იანვრის დასწყისში კორონავირუსზე დადებითი ტესტის შემდეგ მოხვდა.

ტელეწამყვანი ნობილი იყო შოუთი Larry King Live. შოუ ეთერში 1985-2010 წლებში გადიოდა. ამ ხნის განმავლობაში კინგმა აიღო 50 ათასზე მეტი ინტერვიუ პოლიტიკოსებისგან, მსახიობებისგან, სპორტსმენებისგან და სხვა ცნობილი ადამიანებისგან.  

კინგი იყო ემის ლაურეატი, ასევე Cable ACE -ს ათგზის პრიზოორი. 2013 წელს წამყვანმა თავისი ტელშოუ მიყიდა  RT America-ს, სადაც გააგრძელა მუშაობა. 2017 წელს კინგმა განაცხადა, რომ ებრძოდა ფილტვების კიბოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე