აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ოპოზიციის წარმომადგენლები მსვლელობით აპროტესტებენ

საქართველო, თბილისი - 15:42 | 23.01.2021
ნანახია: 441

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები აგვისტოს ომზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გასაპროტესტებლად აქციას მართავენ. ავტოკოლონები რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ და ათონელის რეზიდენციასთან მივიდნენ.

"ყველა მისი განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი და დამაზიანებელი ქვეყნისათვის. ჩვენ აქ დღეს იმისთვის შევიკრიბეთ, რომ გამოვახტოთ ჩვენი პროტესტი იმ ქალბატონის მიმართ, რომელსაც უკავია საქართველოს პრეზიდენტის პოსტი, უფრო სწორად, ის დანიშულია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, ვინაიდან ის არავის აურჩევია საქართველოს პრეზიდენტად, და დღეს, როცა სალომე ზურაბიშვილი თავს იწონებს სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რამდენიმე წლის წინ მან ქართველი ჯარისკაცები დაადანაშულა სამხედრო აგრესიაში", - თქვა ენმ-ს ლიდრემა, ზაალ უდუმაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე