რუსეთში ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე უკვე 230-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:54 | 23.01.2021
ნანახია: 835

რუსეთში ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნი მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს.

მოსკოვის ცენტრში, პუშკინის მოედანზე ოთხი ათასამდე ადამიანია შეკრებილი.

სოციალურ ქსელებში ალექსეი ნავალნის მომხრეებმა 23 იანვარისთვის ოპოზციონერის მხარდამჭერი აქციები დააანონსეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე უკვე დაკავებულია 237 მომიტინგე.

რუსეთის პრზეიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა  განაცხადა, რომ გარკვეული პროვოკატორები ხალხს აქციებისკენ მოუწოდებენ.

ნავალნი 17 იანვარს მოსკოვის შერემეტიოვოს აეროპორტში ბერლინიდან ჩაფრენის შემდეგ დააკავეს.

ის გასული წლის აგვისტოში მოწამლეს ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით". ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე