კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს - ბორის ჯონსონი

საქართველო, თბილისი - 21:58 | 22.01.2021
ნანახია: 548

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი SARS-CoV-2.

ბრიფინგზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, სტანდარტული ვარიანტით ინფიცირებული 1000 პაციენტიდან დაახლოებით 10 ადამიანი იღუპება, ახალი მუტაციის შემთხვევაში კი - 13-14. დიდი ბრიტანეთი  დღეისათვის COVID-19.-ით გარდაცვლილთა დღე-ღამური მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ამასთან, ჯონსონმა დამაჯერებლად განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში Pfizer-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე