საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველო, თბილისი - 11:04 | 22.01.2021 ნანახია: 76
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 903 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 22 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 997 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 830 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 903 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 974-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 636 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238 737-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 022 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 52, იმერეთი - 107, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 51, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი -24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 189, საიდანაც: 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 663, აჭარაში - 251, იმერეთში - 667. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 185. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 3, იმერეთში - 26. 479 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 227 - თბილისში, 175 - აჭარაში, 22 - იმერეთში. 6 343 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 523 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 204, აჭარაში - 115, ხოლო იმერეთში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 743 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 231 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 602 პირი, აჭარაში - 1 501, იმერეთში - 2 108”,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
პოლიტიკა
- ბევრმა ყოფილმა "ქოცმა" დამიცვა საჯაროდ, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა - ნიკა მელია
- განახლება გვჭირდება. ტრიბუნაზე და ტელეეთერში შევამციროთ ჩვენი პერსონები, ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ გავიწიოთ გვერდზე - დავით ბერძენიშვილი
- თაკო ჩარკვიანისთვის არც ერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია - გიგა ბოკერია
- ვისაც აინტერესებს ჩარკვიანის აზრი, იკითხოს. ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ, არავის ვუპირისპირდები - ბურჯანაძე
საზოგადოება
- იმედია, მომავალ კვირას "ფაიზერისგან" გვექნება კონკრეტული ინფორმაცია როდის შემოვა პირველი დოზები - გამყრელიძე
- დღევანდელი საპატრიარქო არის რუსეთის რეზიდენტურა და გამყიდველთა ხროვა - დეკანოზი ილია ჭიღლაძე
- ეპისკოპოსმა სპირიდონმა "მთავარ არხი", "ტვ პირველი" და "ფორმულა" სატანის მიკროფონებად მოიხსენია
- მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებს
სამართალი
- ენმ-ს ვაცნობეთ, რომ მოსულიყვნენ და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც უარი განაცხადეს - შსს
- გორში, მდინარე მტკვარში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
- ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
- სახელმწიფო ინსპექტორმა ზუგდიდში დევნის ოპერაციის დროს პოლიციის თანამშრომლების სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
კულტურა
- მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა
- ბერლინის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა საკონკურსო პროგრამა წარადგინეს
- 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბერლინის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი
- "ფორსაჟი 9"-ის პრემიერა, რომლის რამდენიმე სცენა საქართველოში გადაიღეს, 2 აპრილს გაიმართება
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი საქართველოს ბანკისგან
- JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა
- „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია “Soul” პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI-ის გამარჯვებულთა შორისაა
- „ვოლვო ქარსის“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი 2020 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა
თავდაცვა
- გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში - ჯუანშერ ბურჭულაძე
- თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცა
- 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
- საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული სამხედრო ხომალდი "დონალდ კუკი" შემოვიდა