გამომყევი, თუ გინდა სიცოცხლე - არნოლდ შვარცნეგერი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

საქართველო, თბილისი - 23:14 | 21.01.2021
ნანახია: 208

მსახიობმა, კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეგერმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ინფორმაციას ის Instagram-ზე ავრცელებს.

მან მოქალაქეებს მოუწოდა მის მაგალითს მიბაძონ. „გამომყევი, თუ გინდა სიცოცხლე“, - მიმართა მსახიობმა ადამიანებს ცნობილი ფრაზით ფილმ „ტერმინატორიდან“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გეგმავს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ვაქცინაციის 100 ახალი ცენტრის გახსნას. მან ასევე აღნიშნა, რომ უფლებამოსილების დაწყებიდან 100 დღის განმავლობაში შექმნის პირობებს იმისათვის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 100 მილიონამდე ადამიანი აიცრას. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე