ძალიან განვიცდი რომ ჩემ გამო, უდანაშაულო კარტოგრაფები ამდენი თვეა სხედან ციხეში - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 22:31 | 21.01.2021
ნანახია: 333

ძალიან მწყინს და ძალიან განვიცდი იმას, რომ ჩემ გამო, უდანაშაულო ორი ადამიანი - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ამდენი თვეა, სხედან ციხეში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერი, ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გადასაფარად გამოიყენა.

"შეეცადნენ სტრასბურგის გადაწყვეტილების გადაფარვას ამ სამარცხვინო საქმით. ძალიან მწყინს და ძალიან განვიცდი იმას, რომ ჩემ გამო, უდანაშაულო ორი ადამიანი - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ამდენი თვეა, სხედან ციხეში", - განაცხადა სააკაშვილმა.

მან დაკავებულების ოჯახებს მოუხადა და განაცხადა, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად ყველაფერს გააკეთებს.

"მინდა დიდი თაყვანისცემით და ბოდიშის მოხდით მივმართო მათ ოჯახებს, ყველამ ვიცით რის გამო ხდება ეს. ეს ხდება ჩემ გამო. ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჩემ გამო დაიჭირეს. ყველაფერს გავაკეთებ რომ სიტუაცია გამოვასწორო, ღამეები არ მძინავს, რომ საქართველო ამ უბედურებიდან გამოვიყვანო", - ამბობს სააკაშვილი.

პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად საქალაქო სასამართლოს გადაეცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე