ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, წასვლის შემდეგ - სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

საქართველო, თბილისი - 18:25 | 21.01.2021
ნანახია: 471

“ეს არის პირველ რიგში, თინა ბურჯალიანის, ნიკა გვარამიას, მათ შორის, რომელიც მაშინ იყო ამ პროცესების ინიციატორი, ზურაბ ადეიშვილის, რომელმაც შექმნა პრეცენდენტი, რომ ჩვენ წავედით სასამართლოში, - ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

“ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ. პირველი არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, შუალედური, ეს არის გაეროს სასამართლო, რომელიც წულუკიანის მცდელობით, მეორე ეტაპზე დავკარგეთ. მიუხედავად ყველა განცხადებებისა ივანიშვილის, რომ საქართველო იყო დამნაშავე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა მცდელობა ჰქონდათ ჩვენ ეს არ მოგვეპოვებინა, ამას მაინც მივაღწიეთ“, - ამბობს სააკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე