ელისაშვილი აპირებს მარტო შევიდეს პარლამენტში, გირჩი რჩება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გარეთ - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 17:38 | 20.01.2021
ნანახია: 664

გირჩის წევრის იაგოს ხვიჩიას თქმით, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლას აპირებს, გირჩი კი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გარეთ დარჩება.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მოსაზრება, რომ ელისაშვილის პარტია გირჩის მთავარი პარტნიორია, არასწორია, რადგან არჩევანის წინაშე დადგებიან, გირჩი ნაციონალურ მოძრაობას აირჩევს.

"მცდელობა, რომ ალეკო ელისაშვილი ჩემს ერთადერთ პარტნიორად გამოაცხადოთ, არ გამოვა, თუ ერთი პარტნიორი უნდა ავირჩიო, ასეთი არ არის ელისაშვილი, ასეთი არის ნაციონალური მოძრაობა. ელისაშვილი აპირებს, მარტოც შევიდეს სპარლამენტში, მთავარი გამიჯვნა ჩვენს შორის იქნება ეს ფაქტი - ის იქნება პარლამენტში, ჩვენ ვიქნებით დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გარეთ", - განაცხადა ხვიჩიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე