ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე ავტომობილს მატარებელი დაეჯახა - დაშავებულია ცოლ-ქმარი

საქართველო, თბილისი - 22:08 | 19.01.2021
ნანახია: 518

ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე ავტომობილს მატარებელი დაეჯახა. მანქანაში 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. პირველადი ინფორმაციით, ავტომობილი, სავარაუდოდ, ყინვის გამო მოცურდა.

დაშავებულები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ ახალქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

გავრცელებილი ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა მძიმეა.

,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე