სოტბის აუქციონზე ქართული ხელოვნება რუსული არტის სახელით იყიდება - თემო გოცაძე
საქართველო, თბილისი - 19:02 | 19.01.2021 ნანახია: 322
საქართველოს სახალხო მხატვარი თემო გოცაძე სოციალურ ქსელში სოტბის აუქციონზე ქართული მხატვრობის რუსული არტის სახელით გაყიდვის მორიგ ფაქტს ეხმიანება. მისი განმარტებით, ფიროსმანიდან დაწყებული დღემდე ქართული ხელოვნება იყიდება, როგორც რუსული არტი.
„სოტბის აუქციონის ვებგვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომ დეკემბერში გაიყიდა მერაბ აბრამიშვილის ორი ნამუშევარი. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართველი მხატვრები თანდათან იპყრობენ საერთაშორისო სააუქციონო სივრცეებს, მაგრამ გრძელდება ტენდენცია იმისა, რომ დაწყებული ფიროსმანიდან დღემდე ქართული ხელოვნება იყიდება რუსული არტის სახელით. ეს პრობლემა გრძელდება უკვე 30 წელია და სამწუხაროდ, სამინისტრო უმოქმედოა. მიმაჩნია, რომ 2 ორგანიზაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და კულტურის სამინისტრო ვალდებულია ჰქონდეს რეაქცია რუსეთის მსგავს ექსპანსიაზე. ეს არის კულტურის საერთაშორისო პოლიტიკა, სადაც რეალურად დღეს ვცხადდებით რუსულ ხელოვნებად!", -წერს თემო გოცაძე.
მსგავსი ფაქტი ბოლო წლებში არაერთხელ დაფიქსირდა. 2015 წელს "ფიროსმანის ნამუშევრის ქრისტის აუქციონზე რუსული კოლექციით გატანის ფაქტმა საზოგადოების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. თემო გოცაძე იყო ერთ-ერთი ხელოვანი, ვინც კატეგორიულად მოითხოვდა საკითხის მოგვარებას. კულტურის სამინისტრომ პირობა დადო, რომ აუქციონებზე ქართველი ავტორების საკითხს მოაგვარებდა, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია და კულტურის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმებზე ქართველი მხატვრების შემოქმედება რუსულ ხელოვნებად გადის.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან კონსტრუქციული ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომელსაც დადებითად შეაფასებენ ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტში - კახა კუჭავა
- როდესაც მოვა ამის დრო, გაიგებთ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, თუ - არა - კახა კალაძე
- ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და შეფასებები, არც ამჯერად ვაპირებ - კალაძე
- დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა - გია ვოლსკი
საზოგადოება
- ეს იყო მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა, არავის აქვს კერძო საკუთრებაში შესვლის უფლება - ანდრია ჯაღმაიძე
- თბილისში "1000 მშობლის მარში" მიმდინარეობს
- ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციის მეორე სართულის აივნის მოაჯირი ჩაინგრა. არიან დაშავებულები
- მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა ჭყონდიდის ეპარქიის ორ დიაკონს
კონფლიქტები
- ხურვალეთში პოლიციამ ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა
- ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- ოკუპენტების მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია
- ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი გაიხსნა
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი საქართველოს ბანკისგან
- JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა
- „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია “Soul” პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI-ის გამარჯვებულთა შორისაა
- „ვოლვო ქარსის“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი 2020 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა
თავდაცვა
- თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში - ჯუანშერ ბურჭულაძე
- თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცა
- 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ