ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მომდევნო ე.წ. სასამართლო პროცესი 25 იანვარს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 19:33 | 18.01.2021
ნანახია: 263

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ზაზა გახელაძის მომდევნო ეწ. სასამართლო პროცესი ცხინვალში 25 იანვარს გაიმართება, - ინფორმაცია ქართულმა მხარემ ამოქმედებული ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღო.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძის საქმე დღეს განიხილა. სხდომა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. შეხვედრაზე რამდენიმე მოწმე და ბრალდებული დაიკითხა.

ზაზა გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავება: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე